გოგა ჩანადირი: “მაგთის” გადაწყვეტილება და ზოგადად გაუქმებაც, ნამდვილად უღირსი საქციელია

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი “მაგთის” მიერ, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული აბონენტებისთვის, გაუხარჯავი ერთეულების გაუქმების საკითხს “ფეისბუქის” მეშვეობით გამოეხმაურა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, კომპანიის მხრიდან ერთი დღით ადრე გამოცხადებული გადაწყვეტილებაც და ზოგადად გაუქმებაც, ნამდვილად უღირსი საქციელია.

გოგა ჩანადირი კუთვნილი ინტერნეტმარაგის დაბრუნებისთვის გამოსავალს, მარეგულირებელი კომისიისთვის მიმართვაში ხედავს.

“მაგთიმ” მომხმარებლებს წინა პერიოდში ნაყიდი მეგაბაიტების მარაგი გაუუქმა. კომპანიის მხრიდან ერთი დღით ადრე გამოცხადებული გადაწყვეტილებაც და ზოგადად გაუქმებაც ნამდვილად უღირსი საქციელია. ამიტომაც, ამან ბევრი მომხმარებელი გააბრაზა. ოღონდ, ფბზე წერა ამას ვერ უშველის – “მაგთის” გადაწყვეტილების გასაუქმებლად, კუთვნილი ინტერნეტმარაგის დასაბრუნებლად, აუცილებლად უნდა მიმართოთ მარეგულირებელ კომისიას. სხვა შემთხვევაში, ასე თავხედურად არაერთი კომპანია მოიქცევა და მხოლოდ ფეისბუქ სტატუსები ჩამორთმეულ მეგაბაიტებს არ დააბრუნებს”,- წერს გოგა ჩანადირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები