დუბაიში ტაქსი მგზავრებს მძღოლის გარეშე მოემსახურება

   დუბაიში პერსონალური ტრანსპორტი – ტაქსი მძღოლის გარეშე, რომელსაც ასევე მომავალ ურბანულ ტრანსპორტს უწოდებენ, დაახლოებით ორი წლის შემდეგ გამოჩნდება, – ამის შესახებ გაზეთი “Gulf News” იუწყება.
სისტემა PRT – ეს არის საქალაქო და საგარეუბნო მაღალტექნოლოგიური ტრანსპორტი, რომელიც მგზავრებს ავტომატურად, მძღოლის გარეშე ტაქსის რეჟიმში გადააადგილებს. მსგავსი სისტემების შემუშავება ჯერ კიდევ 1953 წელს დაიწყეს, თუმცა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გამო მათი დანერგვა გაურთულდათ. მსგავსი ტრანსპორტი მხოლოდ ლონდონის აეროპორტ „ჰითროუში“ მოქმედებს. ეს სისტემა კი 2010 წელს გაიხსნა მგზავრებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები