ეკოლოგი: წერეთლის გამზირი მთელს საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ადგილია

ეკოლოგმა ხათუნა ახალაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, თბილისში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა.
„საქართველოს ვირუსივით მოედო ხანძრების თემა. „ქალაქის გულში“ გაჩენილი ხანძარი კი, უფრო მეტად ამძიმებს ეკოლოგიურ მდგომარეობას თბილისში. ნებისმიერი წვის შედეგი, რომელიც არასრული წვით გამოწვეული დიოქსინების გამოფრქვევასთან არის კავშირში, ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე. ხანძრის დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე შესუნთქული ჰაერი – პატარა ბავშვებში იქნება, ჩვილში თუ ხანდაზმულებში, რომელთაც იმუნური მდგომარეობა არ აქვთ ძლიერი, მათთვის უფრო სავალალო და სარისკოა, ვიდრე ზრდასრულ და იმინუტეტით ძლიერ ადამიანებში“,- განაცხადა ხათუნა ახალიამ.
ექსპერტის თქმით, აუცილებელია ბიზესსექტორის თითოეულ წარმომადგენელს ჰქონდეს ბიზნესის საკუთარი მართვის სისტემა.
„თუ ჩვენ ვერ მივხვდებით რატომ ხდება ეს ხანძრები, თუ ამისი ნება არ იქნება ადამიანებში გავაკონტროლოთ და ვმართოთ საკუთარი ბიზნესი, ისე რომ ვინმეს არ შეეძლოს მსგავსი რამ მიზანმიმართულად გაგვიკეთოს, მაშინ ჩვენ ღირსები ვართ, რადგან ამას ვერ ვაკონტროლებთ. თუ არა და, ნება უნდა ვიბოძოთ და ვაკონტროლოთ თითოეულმა ბიზნესმენმა, რომ არ ვიყოთ იარაღიან დაცვის თანამშრომელზე დამოკიდებული, რომელიც ხანძარს ვერ ესვრის და ვერ ჩააქრობს. თითოეულმა კომპანიამ უნდა შეძლოს თავისი მართვის სისტემის ქონა, არ აქვს მნიშვნელობა ეს მაღაზიაა თუ ერთი პატარა დახლი“,- განაცხადა ახალაიამ.
ხათუნა ახალიამ ობიექტების სავალდებულო დაზღვევის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაზღვევის მომენტი მართვის სტანდარტს არ გააუმჯობესებს.

„დაზღვევის მომენტი არ აუმჯობესებს მართვის სტანდარტს, თვითონ დამზღვევი, სადაზღვევო კომპანია არ უზრუნველყოფს ამ ობიექტების დაცვას. ვფიქრობ, სანამ რომელიმე სადაზღვევო ორგანიზაცია დაზღვევას გასცემს, მანამდე უნდა შეისწავლოს რისკები და დამკვეთს ამ რისკების აღმოფხვრიკენ უნდა უბიძგოს. სადაზღვევო კომპანიამ უნდა მოსთხოვოს იმ ობიექტის რისკების შეფასება“,- აღნიშნა ხათუნა ახალაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.
ექსპერტის თქმით, ეკოლოგიური თვალსაზრისით, წერეთლის გამზირი მთელს საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ადგილია.
„წერეთელი და მის გარშემო არსებული ატმოსფერული ჰაერი, არის ყველაზე დაბინძურებული ჰაერი საქართველოში. ეს ხანძრები თავისთავად სერიოზულ პრობლემას ქმნის გარემოს დაცვის კუთხით, ვიზუალურადაც ჩანს, თუ რამდენად არასწორად მიმდინარეობს ამ ტერიტორიაზე საქმიანობა, ბიზნესის ქმედება არის არაკეთილსინდისიერი თავისი ხალხის მიმართ. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით არანაირი ბიზნესს. 36 სხვადაასხვა ტიპის აქტივობაა „ელიავას“ ბაზრობაზე, მეტ-ნაკლებად დამაბინძურებელი გარემოზე, ყველა არის მოსაწესრიგებელი და გასაკონტროლებელი“,- აღნიშნა ეკოლოგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები