სოფიო ხუნწარია: ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს

ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგან სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს,- ამის შესახებ განცხადება თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ხუნწარიამ აღნიშნა, რამდენიმე ადამიანი  ემოციურ ფონზე შეუძლოდ გახდა. მათ პირველადი დახმარება  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა შემთხვევის ადგილზე გაუწიეს.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი “თერგის” ბაზრობას გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მე-3 სართულზე გაჩნდა, სადაც შერეული საქონელი იყიდება. ადგილზე 40- მდე სახანძრო მანქანაა მობილიზებული. მეხანძრე- მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ადგილზე იმყოფება დედაქალაქის მერი კახა კალაძე და დედაქალაქის მთავრობის სხვა წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები