მუსტაფა ემრე ჩაბუქი სასამართლომ გაათავისუფლა

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
თავის მხრივ, პროკურატურა ჩაბუქისთვის 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.
მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას მუსტაფა ემრე ჩაბუქის ახლობლები ტაშით შეხვდნენ.
დემირელის სკოლის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
აღსანიშნავია, რომ ჩაბუქს რამდენიმე დღეში, 24 თებერვალს, წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა ეწურებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები