რუსთავში, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა – 30 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა 

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე  მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს  დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი მძიმედ დაშავდა. იგი საავადმყოფოშია მოთავსებული, ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც თვითმხელველები აცხადებენ, შემთხვევა წუხელ, გვიან მოხდა, რა დროსაც,  “ნისანის” მარკის მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, გადასასვლელზე ფეხით მიმავალ მამაკაცს შეეჯახა.

როგორც  შსს-ში აცხადებენ,  გამოძიება  სისხლის სამართლის საქმის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები