ირაკლი კობახიძე: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტი მთავრობასთან ერთად აქტიურად იმუშავებს

„ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები და პრობლემები ამ კუთხით. შესაბამისად, საჭირო თუ გახდება ამ კუთხით, მათ შორის, პარლამენტის ჩარევა, კანონმდებლობის დახვეწა, ჩვენ ამაზე აუცილებლად ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ მთავრობასთან ერთად”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების ზომებზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსთვის პრივილეგიასთან ერთად, პასუხისმგებლობაცაა, რაც ქვეყნის ხელისუფლებას სრულად აქვს გაცნობიერებული.
„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია ჩვენთვის იყო როგორც პრივილეგია, ასევე, პასუხისმგებლობა, და ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და ხელისუფლება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ გართულებები და პრობლემები ამ კუთხით. შესაბამისად, საჭირო თუ გახდება ამ კუთხით, მათ შორის, პარლამენტის ჩარევა, კანონმდებლობის დახვეწა, ჩვენ ამაზე აუცილებლად ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ მთავრობასთან ერთად”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები