ვანო ზარდიაშვილი: ქართული სასამართლოს ასეთი წარმატება როგორ “გამორჩათ” პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას?!

ავტორიტეტული ორგანიზაციის Heritage Foundation-ის მიერ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა შეფასდა, როგორც წარმატებული სასამართლო, რომელიც რეიტინგით უსწრებს იტალიის, ესპანეთის, ლიტვის, საბერძნეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის და სხვა დასავლეთ ევროპის ქვეყნების სასამართლოებს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.
ზარდიაშვილისთის გაუგებარია, ამ ფონზე პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაცია და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რატომ არ აკეთებენ შეფასებას აღნიშნულ წარმატებაზე.
„ავტორიტეტული ორგანიზაციის Heritage Foundation-ის მიერ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა შეფასდა, როგორც წარმატებული სასამართლო, რომელიც რეიტინგით უსწრებს იტალიის, ესპანეთის, ლიტვის, საბერძნეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის და სხვა დასავლეთ ევროპის ქვეყნების სასამართლოებს. კვლევითმა ორგანიზაციამ ევროპაში მე-18, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში, შუა და ცენტრალურ აზიაში ლიდერის სტატუსი მიანიჭა. ამ ფონზე განსაკუთრებით ქართული სასამართლოს ასეთი წარმატება როგორ ,,გამორჩათ” პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, მათი თქმით სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე, მუდმივ მონიტორინგს უწევენ ამ სისტემას, რატომ არ ამბობენ ერთ სიტყვას მაინც, ამ წარმატებასთან დაკავშირებით. თუმცა აქ პასუხი მარტივია – როგორც ჩანს, ზოგიერთი კრიტიკოსის ინტერესში რეალურად არ შედის ეფექტური, დამოუკიდებელი სასამართლო. ისინი ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის მეშვეობით მიზანმიმართულად ახდენენ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას და არ ერიდებიან ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. აქედან გამომდინარე, გავიგეთ, რომ ისინი პოზიტიურ ინფორმაციას სასამართლოზე უმალავენ საზოგადოებას, თუმცა, მათ პასუხი აქვთ გასაცემი ერთ მარტივ კითხვაზე: როგორ მოახერხა მათი კრიტიკის მუდმივმა ობიექტმა სასამართლო ხელისუფლებამ და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ შედეგის მიღწევა?! მათ ასევე შეუძლიათ არც ამ კითხვაზე გასცენ პასუხი და გააგრძელონ ბრძოლა დასავლეთ ევროპაში ყველაზე ეფექტურ და დამოუკიდებელ სასამართლოზე“ – განაცხადა ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები