ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია, კიმ ჩენ ინის დასთან ერთად, სამხრეთ კორეაში ჩავიდა

ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია, ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, სამხრეთ კორეაში ჩავიდა, დელეგაციის წარმომამადგენლებთან ერთად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჩინიც იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ კიმ იო ჩინი, ჩრდილოეთ კორეის მმართველი ოჯახის პირველი წარმოადგენელია, რომელიც 1950-1953 წლებში კორეის ომის შემდეგ, სამხრეთ კორეას ეწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, კიმ იო ჩინი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ოფიციალურ შეხვედრას ხვალ გამართავს, ინფორმაციას „theguardian.com“ ავრცელებს.
ზამთრის ოლიმპიადაზე ჩრდილოეთ კორეის 22 სპორტსმენი იასპარეზებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები