ნინო წილოსანი: „იქნებ იმითაც დაინტერესდეს საზოგადოება, წინა ხელისუფლების დროს როგორ დაიჭირეს მამაჩემი“

პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი თავის ფეისბუქგვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც „ვაგონმშენებელი კომპანიის“ საქმეს ეხმიანება.
ბოლო დღეებში მედია აქტიურად წერს დეპუტატის მამის, ბადრი წილოსანის საქმეზე, რომელიც სასამართლოში განიხილება. პროკურატურა ბადრი წილოსანის მიერ დაარსებულ „ვაგონმშენებელ კომპანიას“ 65 მილიონის გაფლანგვა-მითვისებას ედავება. ასევე, სასამართლო განიხილავს კერძო დავას – ბიზნესმენი ავთანდილ საყვარელიძე (თ.ჯ. თრეიდი) ბადრი წილოსანს ქონების იძულებით წართმევაში ადანაშაულებს.
„იქნებ იმითაც დაინტერესდეს საზოგადოება, წინა ხელისუფლების დროს როგორ დაიჭირეს მამაჩემი და ქარხნის 51 % ციხეში როგორ გადააფორმებინეს. მერე, სააკაშვილის უშუალო ბრძანებით, ქარხანა „თ.ჯ. თრეიდს“ მიყიდეს, რომელმაც 3 წლის თავზე კომპანია 73 მილიონი ლარით გააკოტრებამდე მიიყვანა…
იქნებ იმაზეც გვესაუბრა, როგორ აშენებდა ამის პარალელურად ბადრი წილოსანი რუსთავში ახალ ვაგონმშენებელ ქარხანას. ნულიდან, წვალებით და ამ საქმისთვის თავგადადებული ხალხის გვერდით დგომით. ბრალის წაყენება აპრიორი ბრალეულობას არ ნიშნავს.
თუ მხოლოდ ცილისწამება არ არის შენი მიზანი, მაშინ გაარკვიე სიმართლე,“ – წერს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები