ბარათაშვილის ხიდთან, მტკვარში სამძებრო სამუშაოები დასრულდა

ბარათაშვილის ხიდთან, მტკვარში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს.
მათივე თქმით, რამდენიმე საათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, სამაშველო-სამძებრო ღონისძიება დასრულდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბარათაშვლის ხიდთან მტკვარში სამძებრო ღონისძიება მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.
„მოქალაქემ დარეკა 112-ში, სადაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მდინარეში ადამიანი შენიშნა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სამაშველო ბრიგადებმა ძებნის ოპერაცია დაიწყეს, რომელიც ამ დროისთვის დასრულებულია“, – აღნიშნეს სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები