დიმიტრი გვრიტიშვილი: ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს სასამართლო კორპუსში არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნიათ

“დღევანდელმა სხდომამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საბჭოს ორ არამოსამართლე წევრს, ვგულისხმობ ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს, სასამართლო კორპუსში არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნია”,-ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ანა დოლიძის იმ ვიდეომასალას, სადაც საბჭოს არამოსამართლე წევრი სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ საკითხებზე საუბრობდა. მისივე თქმით, ამ ვიდეოჩანაწერით დოლიძემ სასამართლო კორპუსს შეურაცხყოფა მიაყენა.
“დღევანდელმა სხდომამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საბჭოს ორ არამოსამართლე წევრს, ვგულისხმობ ანა დლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს სასამართლო კორპუსში არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნია. განსაკუთრებით, მინდა ხაზი გავუსვა, დოლიძის მიერ წინა დღეებში გავრცელებულ ვიდეო მიმართვას, რომელსაც მოსამართლეები გაეცნენ, ჩვენც გავეცანით და საზოგადოებამაც იხილა. ნახავდით, რომ ეს ვიდეო მიმართვა აღარ არის მის ვებ-გვერდზე განთავისუფლებული. მიხვდა, რომ ძალიან სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლო კორპუსს, საბჭოს და ამ ვიდორგოლის აღება ამიტომაც იყო გადაწყვეტილი. ასევე დღევანდელი და გუშინდელი გასაუბრებების დროს, როდესაც კანდიდატებმა დოლიძის აცილება მოითხოვეს, ფაქტობრივად, მოახდინა დოლიძის ლუსტრაცია. გვიჩნდება ეჭვი, რომ მას პროცესის ჩაშლა სურს, თავის ქმედებებით ცდილობს რაღაცნაირად ჩაშალოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
მისივე თქმით, მოსამართლეთა კორპუსის ისე წარმოდგენა, რომ ისინი ვინმეს დირექტივებს ემორჩილებიან, მოსამართლეების შეურაცხყოფაა.
„ისინი საკმაოდ პრინციპული ადამიანები არიან. ერთ-ერთმა მოსამართლე კანდიდატმა ლეილა მამულაშვილმა სრულიად გულწრფელად და ამომწურავად დაასაბუთა საკუთარი განცდა და ადამიანურად თქვა, რომ მთელი ღამე არ ეძინა, ვინაიდან ტრავმა მიაყენა ანა დოლიძის გუშინდელმა განცხადებამ”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები