ირაკლი შიხიაშვილი: 5 ჭრილობით თავში, სადისტურად მოკლეს უკარგესი ახალგაზრდა

სადისტურად მოკლეს უკარგესი ახალგაზრდა – ამის შესახებ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა „კვირასთან“ საუბარში დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის თაობაზე განაცხადა.
ირაკლი შიხიაშვილი ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც დოდო გუგეშაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა.
„ოპერაცია ახლახანს დასრულდა, ზოგადად, ყველანი ძალიან დათრგუნულები ვართ – ერთი, რომ, დოდო მძიმე მდგომარეობაშია, მეორე, უკარგესი ახალგაზრდა გარდაიცვალა, სადისტურად მოკლეს – 5 ჭრილობით თავში. ამ ეტაპზე ველოდებით გამოძიებას. არ გვინდა, ეს ყველაფერი გარკვეულ შოუდ გადაიქცეს. მართალია ყველანი ძალიან განვიცდით, მაგრამ ამ ეტპზე, თუ ემოციურმა ფონმა გადასძლია საღ აზროვნებას, მაშინ დაიკარგება იმის შესაძლებლობა, რომ სწრაფად და დროულად მოხდეს გამოძიება. ზოგადად, ერთად უნდა ზრუნავდნენ, როგორც სამართალდამცავი ორგანოები, ისე საზოგადოება იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ იქცეს ასეთი მკვლელობების ქვეყანად“, – განუცხადა „კვირას“ ირაკლი შიხიაშვილმა.
დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს, ნოდარ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დღეს დილით ესროლეს, რის შედეგადაც, შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილს კი ოპერაცია ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები