ექიმი: დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ მას ჰემორაგიული შოკი და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აქვს, რაც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
მისივე თქმით, პაციენტი მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გააგრძელებს.
„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია პაციენტი გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობით. ჰქონდა ჰემორაგიული შოკი და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. აყვანილია საოპერაციო ბლოკში და ახლა მიმდინარეობს ოპერაცია. ძირითადი ეტაპები, ფაქტობრივად, დასრულებისკენ არის. შემდეგ მკურნალობა გაგრძელდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მძიმე იყო მისი მდგომარეობა. ჰემორაგიული შოკი ჰქონდა და სუნთქვის უკმარისობა. ეს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა და სტაბილურად მძიმეა“, – განაცხადა ექიმმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები