გუგეშაშვილის მეზობელი: დავინახეთ, კაცი ჩამორბოდა კიბეზე, ლურჯი ქურთუკი ეცვა

დოდო გუგეშაშვილის მეზობელის ინფორმაციით, რომელიც მე-11 სართულზე ცხოვრობს, დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი მეცამეტე სართულიდან მეთერთმეტემდე ჩამოვიდა და სისხლი მოსდიოდა. მისივე თქმით, ამის შემდეგ ნორმალური სიმაღლის მამაკაცი ლურჯ ქურთუკში კიბეზე ჩამორბოდა და ხელში პარკი ეჭირა.
“დოდო გუგეშაშვილი მეცამეტე სართულიდან მეთერთმეტემდე ჩამოვიდა და სისხლი მოსდიოდა. დოდოს რომ მივხედეთ, მერე დავინახეთ, რომ ჩამორბოდა კაცი კიბეზე, ნორმალური სიმაღლის ლურჯ ქურთუკში. გამჭვირვალე პარკი ეჭირა და შიგნით თეთრი რაღაც ედო. ვყვიროდი, დაიჭირეთ-მეთქი, მაგრამ ვინ დაიჭერდა. მე მეთერთმეტე სართულზე ვცხოვრობ. ქალბატონი დოდო მეცამეტეზე”, – განაცხადა გუგეშაშვილის მეზობელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები