„შვილი მალე დაოჯახებას აპირებდა“ – რას აცხადებს დოდო გუგეშაშვილის მეგობარი
დოდო გუგეშაშვილის მეგობარი და თანამებრძოლი კაკო ვაშაკიძე ყაჩაღობის ვერსიას გამორიცხავს.
როგორც მან „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, დოდო გუგეშაშვილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და მატერიალურად საკმაოდ უჭირდა.
რაც შეეხება გუგეშაშვილის შვილს, რომელიც თავდამსხმელებმა მოკლეს, კაკო ვაშაკიძის ინფორმაციით, ის მალე დაოჯახებას აპირებდა.
„ყაჩაღობის ვერსია გამორიცხულია, დოდოს დასაყაჩაღებელი არაფერი ჰქონდა, მატერიალურად უჭირდა, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, გაოგნებულები ვართ, რა შეიძლება ყოფილიყო მოტივი, არც მას და არც შვილს კონფლიქტი არ ჰქონიათ, რამე სერიოზული, რომ ყოფილიყო, გვეტყოდა ჩვენც, იმიტომ, რომ საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩვენთან, არ დაგვიმალავდა. ჩემი ინფორმაციით, მისი შვილი დაოჯახებას აპირებდა. დოდო დაახლოებით ერთი კვირის წინ ვნახე, არაფერი უცნაური არ შემიმჩნევია მისთვის”, – განუცხადა „კვირას“კაკო ვაშაკიძემ.
დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს, ნოდარ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დღეს დილით ესროლეს, რის შედეგადაც შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, მძიმე მდგომარეობაშია.