ტაბახმელის ტყეში ნაპოვნი სამხედროს ცხედარი ჩალაუბანში გადაასვენეს

დაბა ტაბახმელის ტყეში, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურის ნაპოვნი ცხედარი დღეს მშობლიურ სოფელ ჩალაუბანში გადაასვენეს.

ოჯახი მედიასთან არ კონტაქტობს, თუმცა პირად საუბარში მომხდარის ახსნა უჭირთ. ისინი კონფლიქტს სამსახურში, ან რაიმე სახის პრობლემას კატეგორიულად გამორიცხავენ და ექსპერტიზის დასკვნამდე მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

ახლობლების ინფორმაციით, 31 წლის თემურ სულაშვილს სამომავლო გეგმები ჰქონდა და რამდენიმე თვეში ავღანეთში წასვლას აპირებდა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები