ირაკლი ხმალაძე: მეტროსადგურ “ვარკეთილში” დაზარალებულების ხარჯს, რომელსაც არ დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო და საყოველთაო დაზღვევა, თბილისის მერია აანაზღაურებს

”ჩვენ რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ ყველა ხარჯს, რომელსაც არ დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო და საყოველთაო დაზღვევა, აანაზღაურებს თბილისის მერია. რომლებსაც თვითონ მოუწიათ ხარჯების გაღება, იმ მოქალაქეების კომპენსირება მოხდება”,-ამის შესახებ თბილისის ვიცე მერმა, ირაკლი ხმალაძემ მეტროსადგურ ”ვარკეთილში” მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებულების მკურნალობის ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, დაფინანსება შეეხება როგორც მკურნალობას, ისე მედიკამენტებს.
“ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, რომ მერიაში და გამგეობაში განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, მზად ვართ ეს დაფინანსება სრულად გავწიოთ. ამის შემდეგ, სატრანსპორტო კომპანიამ თავად დაიწყო კომუნიკაცია დაზარალებულებთან, რათა მოგროვდეს ინფორმაცია, თუ რა თანხებია ასანაზღაურებელი და რა მიმართულებით. ზოგს მედიკამენტები სჭირდება, ზოგს შემდეგი მკურნალობა. რაც საჭირო იქნება, დიაგნოსტიკიდან დაწყებული მკურნალობით დამთავრებული, ხარჯებს თბილისის მერია სრულად აანაზღაურებს”, – განაცხადა ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები