ანა ნაცვლიშვილი: მოსამართლეების მხრიდან პოლიტიკური კინკლაობის დაწყების სურვილი არსებობს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ანა დოლიძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების კომენტირებისას, მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მცდელობაა პრეზიდენტის მოსამართლეებთან პოლემიკაში ჩართვის, მაგრამ ეს არ გამოვა.
“ანა დოლიძეს არ მგონია, დაცვა სჭირდებოდეს, გამომდინარე იქიდან, რომ მას ძალიან კარგად იცნობს ქართული საზოგადოება როგორც პროფესიონალს, როგორც მოქალაქეს, კარგად იცნობს მის პოზიციებს და ღირებულებებს, რომელსაც წლების განმავლობაში იცავდა და ემსახურებოდა. ამ კონკრეტულ და მსგავს განცხადებებში ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ არის მცდელობა, საქართველოს პრეზიდენტი ჩათრეულ იქნას მოსამართლეებთან პოლემიკაში, მაგრამ ეს მცდელობა არ გამოვა და ეს არის პოლიტიკური კინკლაობის დაწყების სურვილი მათი მხრიდან”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ანა დოლიძემ განაცხადა, რომ „ზურაბ ადეიშვილის ნარჩენებისგან დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ძალაუფლება შეინარჩუნონ“, რასაც იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან დოლიძის მისამართით კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. საბჭოს წევრების შეფასებით, დოლიძე იმის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, ვინც იუსტიციის საბჭოში მიავლინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები