გრიგოლ გოგელია არ ფლობს ინფორმაციას, რა პროექტზე მუშაობდა ლელა გაფრინდაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ გოგელია აცხადებს, რომ ბორდს პროექტი, რომელზეც ლელა გაფრინდაშვილი საუბრობს, არ დაუმტკიცებია.
შესაბამისად, მისთვის უცნობია, თუ რა პროექტზე მუშაობდა ლელა გაფრინდაშვილი 2 წლის განმავლობაში.
„არ ყოფილა ბორდის მიერ დამტკიცებული, რაზე უნდა ემუშავა ანუ საგანი, არც ვადა, არც თანხა, არც ფორმატი, არც პროცესი, არც ხელშეკრულება გაფორმებულა და არც უწყისი გადაგზავნია ბუღალტერიას ამ ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გოგელიამ.სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2015-2016 წლებში
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილი წევრი ლელა გაფრინდაშვილი 5 თვის განმავლობაში ზედმეტ ჰონორარს უსაფუძვლოდ იღებდა იმ დროს, როდესაც მაუწყებელში საერთოდ აღარ მუშაობდა.
თანხამ, ჯამში, 12 800 ლარი შეადგინა, რომელიც აუდიტის ცნობით, უკან დაბრუნებას ექვემდებარება. სახელმწიფო აუდიტმა ჰონორარის მიღების ფაქტზე პროკურატურას შესაბამისი დოკუმენტაციით უკვე მიმართა.
ლელა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში კვლევაზე მუშაობდა და ვარაუდობდა, რომ ჰონორარი სწორედ ამ საქმის გამო ერიცხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები