“ანა დოლიძე ვალდებულია იმოქმედოს სასამართლოს ინტერესებიდან და არა პოლიტიკური დაკვეთიდან გამომდინარე”

“მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და შევახსენებ ქალბატონ ანა დოლიძეს, რომ იგი არ არის პოლიტიკოსი, არამედ იგი უკვე არის სასამართლოს ნაწილი. ის ვალდებულია იმოქმედოს სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე და არა, რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგით, რომელიც არ ვიცი, რომელმა პოლიტიკურმა ძალამ ან თანამდებობის პირმა დაუკვეთა”,-ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დოლიძის მხრიდან ყველა ასეთ განცხადებაზე საბჭო რეაგირებას მოახდენს.

“მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და შევახსენებ ქალბატონ ანა დოლიძეს, რომ იგი არ არის პოლიტიკოსი, არამედ იგი უკვე არის სასამართლოს ნაწილი. ის ვალდებულია იმოქმედოს სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე და არა, რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგით, რომელიც არ ვიცი, რომელმა პოლიტიკურმა ძალამ ან თანამდებობის პირმა დაუკვეთა. ფაქტია, რომ მისი გუშინდელი და დღევანდელი განცხადებები ამას მოწმობს, რომ ის კონკრეტული დღის წესრიგით არის შემოსული, რათა შიგნიდან “ააფეთქოს” საბჭოს საქმიანობა. ამას ჩვენ, მოსამართლე წევრები არ დავუშვებთ. მისი ყველა ასეთი განცხადება იქნება ადეკვატურად პასუხგაცემული, მისგან განსხვავებით, ეთიკური ნორმების დაცვით და სამართლებრივი არგუმენტაციის მოშველიებით და არა ისე, როგორც ამას თვითონ ჭორებზე დაყრდნობით აკეთებს.

ვის პოლიტიკურ დღის წესრიგს ასრულებს, არ ვიცი. ალბათ, გაირკვევა, დროთა განმავლობაში გამოავლენს თავის თავს. მნიშვნელოვანი რეფორმა იყო,როდესაც პოლიტიკოსები გავიდნენ საბჭოდან 2013 წელს. დღეს, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და ეს დასამალი არაა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და ანა დოლიძე მოავლინა საბჭოში. ფაქტია, რომ მის მიერ მოვლენილი წევრი მსგავს განცხადებებს აკეთებს და არაეთიკური საქციელით გამოირჩევა. ამიტომ, რაც ცხადია არის ის, რომ ვინც მოავლინა და დანიშნა, ალბათ, მისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, არ ვიცი…

როდესაც ანა დოლიძის წარდგენა იყო, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემა აქილევსის ქუსლად რჩება. იქამდე გაკეთებული განცხადებები პრეზიდენტის მე მახსოვს, როდესაც იგი აცხადებდა, რომ იბრძვის და აგრძელებს ბრძოლას თავისუფალი სასამართლოსთვის. ვის ებრძვის?! ალბათ, გვგულისხმობ ჩვენ, ისევ მოსამართლეებს, არსებული საბჭოს წევრებს. პრეზიდენტის ამ განცხადება საფუძველი არ აქვს”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები