ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს გაგა კირკიტაძე უხელმძღვანელებს.

გაგა კირკიტაძე ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.

გაგა კირკიტაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე ლევან ტოგონიძე შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები