“შსს-ს მიერ შემუშავებული რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას ეხება”

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანის უფლებების დაცვას, საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებასა და პოლიციელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ეხება – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
დეპუტატი კამპანია „არა ჩადებას” გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიას აქვს რეფორმების გეგმა, რომელსაც მმართველი გუნდი მხარს უჭერს.
„მინდა, პოლიციელების მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო, რადგან ისინი ყოველდღიურად ძალიან მნიშვნელოვან, რთულ და რისკიან საქმეს ასრულებენ. სისტემაში დაგეგმილია რეფორმები და რასაც სამინისტრო აკეთებს, ამ რეფორმების ნაწილია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები