„გიულენი და გიულის ბიჭი ერთ სიაში არიან!“

„გიულენი და გიულის ბიჭი ერთ სიაში არიან!“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, ქართული სასამართლოს მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დაუსწრებლად გასამართლებული და უკრაინული სასამართლოს მიერ შინაპატიმრობა მისჯილი მიხეილ სააკაშვილი ამერიკულმა გამოცემა „ტაიმმა“ ( Time) ძებნილი პოლიტიკური ფიგურების ხუთეულში შეიყვანა.
ამერიკული ჟურნალის მიერ შედგენილ ძებნილთა სიაში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად არიან კატალონიის მთავრობის ყოფილი პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი, კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაჯი, „ვიკილექსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი და ისლამის მქადაგებელი ფეთჰულაჰ გიულენი.
ფეთჰულაჰ გიულენს, რომელსაც საქართველოში არაერთი სასწავლო დაწესებულება აქვს გახსნილი, თურქეთის ხელისუფლება სახელმწოფო გადატრიალების ორგანიზებაში სდებს ბრალს და ამერიკისგან მის ექსტრადირებას ითხოვს.
გიულენსა და გიულის ბიჭს საერთო კიდევ ერთი რამ აქვთ, თავ-თავიანთ ქვეყნებში მათი ექსტადირება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან გიულენს ამერიკის ხელისუფლება აფარებს ხელს, გიულის ბიჭს კი დასავლელი პოლიტიკანები მფარველობენ, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება ერთი ხელით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კვებავდა, მეორე ხელით კი ფარულად „აკარტიჩკებდა“ და კომპრომატებს მეგის ქარდავას „საწყობში“ აბინავებდა“ – წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები