ქეთევან მიქიაშვილი: არ გაბედოს არავინ იმ ბიჭის დაჭერა, რომელმაც ქართველი ხალხის სახელით ნოდარ დუმბაძის მაგინებელს პასუხი მოსთხოვა – სასწრაფოდ გაათავისუფლეთ

“არ გაბედოს არავინ იმ ბიჭის დაჭერა, რომელმაც ქართველი ხალხის სახელით ნოდარ დუმბაძის მაგინებელს პასუხი მოსთხოვა”,- ამის შესახებ არქეოლოგი ქეთევან მიქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“სასწრაფოდ გაათავისუფლეთ, თუ მეთანხმები გააზიარე”,- წერს მიქიაშვილი.

ცნობისთვის, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება მწერალ ნოდარ დუმბაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. მომხდარ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ამას ვიდეომიმართვით თავად ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას „აშავებენ“, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ნოდარ დუმბაძე ეზიზღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები