ინდოეთში ლეოპარდი ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაში შეიჭრა და ხალხს თავს დაესხა

ინდოეთში ლეოპარდი ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაში შეიჭრა და სამ ადამიანს თავს დაესხა, – ამის შესახებ NDTV იუწყება.

„ლეოპარდი… ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაში შევიდა, რამაც პანიკა გამოიწვია“, – წერს გამოცემა.

ტელეარხის ინფორმაციით, მტაცებელი თავს დაესხა მაღაზიის გამყიდველსა და მაღაზიის შესასვლელთან მჯდომ მამაკაცს. მანამდე ლეოპარდი თავს დაესხა ტყის მოხალისეს.

ადგილობრივი მაცხოვრებლების ცნობით, ცხოველი მაღაზიაში ჩაკეტეს. თითქმის ხუთი საათის შემდეგ ლეოპარდს დამამშვიდებელი საშუალება მისცეს და ვეტერინარული შემოწმებისთვის სატყეო დეპარტამენტში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები