მარიამ ქვრივიშვილი: სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანია „ჩანგიმ” დააფიქსირა ინტერესი საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის მიმართ და დაგვიდასტურეს, რომ მონაწილეობას მიიღებენ იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის შერჩევისთვის გამოაცხადებს

“განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანია „ჩანგიმ” დააფიქსირა ინტერესი საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის მიმართ და მათ დაგვიდასტურეს, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის შერჩევისთვის”, – ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სინგაპურში შეხვედრების შემდეგ გააკეთა, სადაც მინისტრი მთავრობის მეთაურთან ერთად იმყოფება.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, სინგაპურის ჩანგის აეროპორტის ოპერატორი კომპანიის ინტერესი ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია.

„ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური სიგნალია ჩვენი ქვეყნისთვის და საერთაშორისო საავიაციო ინდუსტრიისთვის, ყველა ინვესტორისთვის, რადგან ეს მკაფიოდ და ნათლად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის საავიაციო და საინვესტიციო პოტენციალს”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები