ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შესახებ განაცხადა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ ქუვეითში მდებარე ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა.

ირანული მხარის ცნობით, ალი ალ-სალიმის საჰაერო ბაზაზე დრონებით განხორციელებული დარტყმების შედეგად დაზიანდა აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობის დიდი საწყობი, Patriot-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემა და MQ-9 დრონებით აღჭურვილი ანგარი.

გარდა ამისა, IRGC-მ განაცხადა, რომ ალ-ადირის ბაზაზე ამერიკელი სამხედრო პერსონალის განლაგების პუნქტსა და ორ ვერტმფრენის ანგარს თავს დაესხნენ.

IRGC-ი ასევე აცხადებს, რომ თავდასხმების შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და დაიჭრა.

გარდა ამისა, ირანულმა მხარემ რეგიონში ერთ-ერთ ამერიკულ სატელეკომუნიკაციო კოშკზე დარტყმის შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები