ბათუმში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, გასროლა საკონდიტრო ობიექტის წინ ნიღბიანმა პირმა განახორციელა, რომელიც ადგილზე მოპედით მივიდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.