გორის მერი სოფელ პატარა გარეჯვარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მერის პირველ მოადგილესთან და საკრებულოს წარმომადგენელთან ერთად, სოფელ პატარა გარეჯვარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“ამ ეტაპზე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება უკვე დასრულებულია.
პროექტი დაახლოებით 3-კილომეტრიანი გზის მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს და რეგიონული განვითარების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
რეაბილიტირებული გზა ერთმანეთთან სამ სოფელს დააკავშირებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც სატრანსპორტო მიმოსვლას, ისე ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილება უფრო სწრაფი, უსაფრთხო და მოსახერხებელი გახდება”,- წერია ინფორმაციაში.