ნათია მეზვრიშვილი: ჩადება არის ჩვენი პროფესიონალიზმის, ინტელექტისა და კეთილსინდისიერების შეურაცხყოფა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა შსს-ს კამპანიაზე „არაჩადება“ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩადება მათი პროფესიონალიზმისა და ინტელექტის შეურაცხყოფაა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ამბობს – არა ჩადებას და პირველ რიგში ამ მესიჯით ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არ ვაპირებთ ჩადებას და მეორე, რომ ჩადება არის ჩვენი პროფესიონალიზმის, ინტელექტის და კეთილსინდისიერების შეურაცხყოფა. ეს არ არის ის მეთოდები, რომლის გამოყენებასაც სამინისტრო აპირებს. ჩვენ ეს პოზიცია ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ.  ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური რეფორმების გეგმა, რომელიც  არაერთხელ დაანონსა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სწორედ  ამ მიმართულებით ვაპირებთ ძალიან ბევრი ნაბიჯის გადადგმას მხოლოდ და მხოლოდ წინ“,-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციას – „არაჩადებას“ შეურთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები