შროშის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავზე ხანძარი გაჩნდა (ფოტო)

თბილისში, შროშის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავზე ხანძარი გაჩნდა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება უკვე მოახერხეს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი სახურავის 15კვ. მეტრზე იყო გავრცელებული.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები