კახა კალაძე: ”ნაციონალურ მოძრაობას” გარკვეული სატელევიზიო შოუების მოწყობა სურს, მაგრამ უნიჭოები არიან, ესეც არ გამოსდით

”ნაციონალურ მოძრაობას” გარკვეული სატელევიზიო შოუების მოწყობა სურს, აქაც მზად ვართ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ, მაგრამ უნიჭოები არიან, ესეც არ გამოსდით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მოთხოვნაზე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდართან დაკავშირებით რიგგარეშე საგანგებო სხდომა ჩატარდეს.
ამასთან კახა კალაძე ამბობს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია. მიუხედავად ამისა, იგი თბილისის მერი მზად არის ითანამშრომლოს ყველა კონსტრუქციულ პოლიტიკურ პარტიასთან.
მისი თქმით, თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ გუშინდელ სხდომაში მონაწილეობას იღებდა თბილისის მერიის ამ საკითხში ყველა კომპეტენტური პირი და თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს რაიმე შეკითხვები გააჩნდათ, შეეძლოთ მათთვის დაესვათ.
”ერთია, გაღელვებდეს და გული შეგტკიოდეს დედაქალაქზე განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროექტებზე და მეორეა, შენი ვიწრო გონებით მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესებისკენ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მზად ვართ, თანამშრომლობისთვის ყველა იმ პოლიტიკურ პარტიასთან ვინც კონსტრუქციულია. ვისაც გული შესტკივა დედაქალაქზე და აქ მცხოვრებ ადამიანებზე, ყველასთვის კარი ღიაა, მაგრამ ამ ადამიანებს გარკვეული სატელევიზიო შოუების მოწყობა სურთ, თუმცა აქაც ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ უნიჭოები არიან, ესეც არ გამოსდით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები