ირაკლი ბენდელიანი : სამშენებელ კომპანია „გიკო“ ვალდებულია N33 საბავშვო ბაგა-ბაღში არსებული ხარვეზები გამოასწოროს

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, N33 საბავშვო ბაგა-ბაღში ექსპერტიზა უახლოეს დღეებში ჩატარდება, რომლის დასკვნის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, აღსაზრდელები სხვადასხვა საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან.
„ჩვენ დღესვე შევხვდებით მშენებელ კომპანიას, რომელმაც სამშენებლო სამუშაოები შეასრულა. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, სამშენებელ კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ არსებული ხარვეზები გამოასწოროს. უახლოეს პერიოდში ჩავატარებთ ექსპერტიზას და როდესაც დავრწმუნდებით, რომ ბავშვების სწავლა უსაფრთხოა და სამუშაოები სააღმზრდელო პროცესს ხელს არ შეუშლის, აღდგენით სამუშაოებს დაუყოვნებლივ დავიწყებთ“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო, ხოლო ექსპლუატაციაში 2017 წლის ოქტომბერში შევიდა.
ახალი ბაღის მშენებლობისთვის 2 192 000 ლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოებს შპს „გიკო“ აწარმოებდა.
დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე და მისი მოადგილე ირაკლი ბენდელიანი N33 საბავშვო ბაგა-ბაღს ესტუმრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები