გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მოსწავლეებმა კრიმინალისტიკური ლაბორატორია დაათვალიერეს

გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით საჯარო სკოლის მოსწავლეები კრიმინალისტიკურ ლაბორატორიას ეწვივნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, ქ. თბილისის 112-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ცოტნე ცერვაძესთან ერთად გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში არსებულ კრიმინალისტიკურ ლაბორატორიას ეწვივნენ.
ღონისძიების ფარგლებში, რომელიც გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა, მოსწავლეებმა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი კრიმინალისტიკური ლაბორატორია დაათვალიერეს და კრიმინალისტიკური ტექნიკის, საგამოძიებო ტაქტიკისა და ცალკეული სახის დანაშაულების გამოძიების მეთოდიკის თავისებურებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები