ნიკი ჰეილი რუსეთის ქმედებებს აკრიტიკებს

გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ რუსეთი გაკრიტიკა და განაცხადა, რომ რუსეთი არ არის და არც იქნება მათი მეგობარი. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ჰეილიმ ასევე აღნიშნა, რომ 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში, რუსეთი ჩაერია და განაცხადა: “არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუსეთის ჩარევამ რაიმე ზეგავლენა მოახდინა იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებდა, ან ვინ დამარცხდებოდა.”
ნიკი ჰეილი აშშ-სგან რუსეთის მიმართ დაკისრებულ სანქციებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
რუსეთის ფედერაცია ნიკი ჰეილიმ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთი ირანს მხარს უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები