აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავი ავტომაგისტრალზე ავარიულად დაეშვა (ვიდეო)

აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავის ძრავი მწყობრიდან გამოვიდა და საავტომობილო გზაზე ავარიული დაშვება განახორციელა, ინფორმაციას „nbclosangeles.com“ ავრცელებს.
24 წლის პილოტი იზი სლოდი და მისი მეგობარი დანიელ გროსი, სან დიეგოდან ვან ნუისში მიფრინავდნენ, თუმცა თვითმფრინავის ძრავი მწყობრიდან გამოვიდა, ამიტომ საჭირო გახდა ავარიული დაშვება. ახალგაზრდა პილოტი ავტომაგისტრალზე ავარიულად დაეშვა, შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის პილოტი საჰაერო მოძრაობის ცენტრს ავარიულ დაშვებამდე დაუკავშირდა და მოსალოდნელი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია გადასცა.
კალიფორნიის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 08 :00 საათზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები