ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი:ერთ-ერთი კომპანიის მიერ ბაღებში შეტანილი რძე სრულიად უსაფრთხო იყო

ერთ-ერთი კომპანიის მიერ ბაღებში შეტანილი რძე სრულიად უსაფრთხო იყო – ამის შესახებ თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა, რითაც საბავშვო ბაღში ერთ-ერთი კომპანიის მიერ ღვინის შეფუთვის მქონე რძის შეტანის საკითხზე განმარტება გააკეთა.
როგორც კახა გვანცელაძემ აღნიშნა, რძე იყო სრულიად უსაფრთხო, რაც ლაბორატორიულად დადასტურდა, ხოლო შეცდომა კომპანიის მუყაოს შეფუთვის დეფიციტით იყო გამოწვეული.
მისი თქმით, ის, რომ რძე უსაფრთხო იყო, ლაბორატორიული კვლევით დადასტურდა.
„ერთ-ერთი კომპანიის მიერ ბაღებში შეტანილი რძე სრულიად უსაფრთხო იყო და ეს დაადასტურა როგორც სურსათის უვნებლობის სააგენტომ, ასევე, დადასტურდა ლაბორატორიული კვლევით, რომელიც ჩვენ შევუკვეთეთ.
რაც შეეხება შეფუთვას, ჩვენი მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ შეფუთვა იყო სხვა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული პროდუქტი იყო საფრთხის შემცველი.
როგორც განგვიმარტეს, იქიდან გამომდინარე, რომ შეექმნათ დეფიციტი უშუალოდ რძის მუყაოს შეფუთვის, გამოიყენეს ეს შეფუთვა”, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები