გაეზრდებათ თუ არა ბაღების პედაგოგებს ხელფასები – რას აცხადებს კახაბერ გვანცელაძე

მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ხელფასები, თუმცა მას შემდეგ, რაც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შევიმუშავებთ, ამას უნდა მოჰყვეს ხელფასების ზრდა – ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა – ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ თბილისის საკრებულოში განაცხადა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” და ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის შეხვედრა მიმდინარეობს.
ოპოზიცია დაინტერესდა, გაეზრდებათ თუ არა ბაღების პედაგოგებს ხელფასები.
“მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ხელფასები, თუმცა მას შემდეგ, რაც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შევიმუშავებთ, ამას უნდა მოჰყვეს ხელფასების ზრდა. ამ შემთხევაში უნდა მოხდეს პედაგოგის შეფასება და არა გამოცდა. უნდა შეფასდეს ამა თუ იმ ადამიანის კვალიფიკაცია, ეს არ უნდა იყოს სტრესული. ამ შემთხვევაში სტრესულ მეთოდს არ გამოვიყენებთ. ამავდროულად, უნდა შემოვიდეს ეიჩარის სტრატეგია.“ –განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
როგორც გვანცელაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს თანაბარი ანაზღაურება, ვინაიდან მისი თქმით, ზოგს განსხვავებული კვალიფიკაცია აქვს.
„ასევე, უნდა ამაღლდეს დირექტორის კვალიფიკაციაც. თუმცა ეს პროცესები განხორციელდება მას შემდეგ, რაც გვექნება „ეიჩარ გეგმა”, – აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები