“სტამბოლში, ქართველი ქალის მიერ მეგობარი მამაკაცის მკვლელობა, შემდეგ კი თვითმკვლელობა, ფულს უკავშირდება”

სტამბულში მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გამოცემა „მილიეტის“ ინფორმაციით, ქართველი ქალის მიერ მეგობარი მამაკაცის მკვლელობა, შემდეგ კი თვითმკვლელობა, ფულს უკავშირდება.
გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე ხნის წინ 51 წლის თურქმა მამაკაცმა, 50 წლის ქართველ ქალბატონს 3 000 თურქული ლირა ასესხა, მკვლელობის ღამეს კი ფულის ასაღებად მივიდა.
შეგახსენებთ, რომ 27 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთში, სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩადენილ დანაშაულს წინ ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. მომხდარის შესახებ პოლიციას ქართველი ქალბატონის შვილმა შეატყობინა, რომელმაც სახლში დაბრუნების შემდეგ გარდაცვლილები აღმოაჩინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები