პრემიერი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკითხვაზე ინფორმაციას არ ფლობს

  პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობს. როგორც ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, დადგება თუ არა კეზერაშვილის საქმეზე სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა, ამას გამოძიება დაადგენს. „პოლიტიკოსებისგან გამოითქვა მოსაზრება სააკაშვილის დაკითხვის გამო კეზერაშვილისთვის აღმოჩენილ ფინანსებთან დაკავშირებით.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს კაპიტალი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ყოფილ პრეზიდენტთან. ამის თქმა ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნება, სჭირდება მტკიცებულებები, შესაბამისად, მოხდება თუ არა ამ ფაქტთან დაკავშირებით მისი დაკითხვა, არ ვიცი, ამას გამოძება გამოკვეთავს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილის თქმით, გამოძიების პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რომ აღნიშნულ პროცესებზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში რაიმე კითხვა არ გაჩნდეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ერთ-ერთმა გაზეთმა სკანდალური საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიერ ოშფორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაციაა მიწოდებული. ამავე მასალაში ჟურნალისტი, საფრანგეთში არსებულ სანდო წყაროზე დაყრნობით, უცხოური ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ კეზერაშვილის საქმიანობით დაინტერესების შესახებაც წერს. სტატიაში გამოითქვა ეჭვი, რომ აღნიშნულ კომპანიებთან უშუალო კავშირში იმყოფება საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები