ყვარელში​ ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალი ემსხვერპლა

ყვარელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანაში ოჯახის 4 წევრი იმყოფებოდა. მანქანაში მყოფი შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის შვილმა, რძალმა და შვილიშვილმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავდმყოფოში არიან გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. ექიმის თქმით, ასევე მძიმეა 30 წლამდე ქალის მდგომარეობაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები