რიკოთზე მომხდარ ავარიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რიკოთზე, გამთენიისას მომხდარ ავარიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულია ავარიაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს თუმცა ცოტა ხნის წინ ისიც გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები