ავლაბარში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელის, მამუკა ყირიმელის ცნობით, ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარედ, სპარტაკის შესახვევში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

ცეცხლი, დაახლოებით დილის 05:00 საათზე, ბარაკული ტიპის დასახლებას გაუჩნდა და 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო ჯგუფი და 60-მდე მეხანძრე-მაშველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები