გიორგი კახიანი: პრეზიდენტის წარმომადგენლის მხრიდან კვლავ შეურაცხმყოფელი და უპასუხისმგებლო კომენტარი მოვისმინეთ

მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობდით საზოგადოებასთან არგუმენტებით საუბარს, პრეზიდენტის და მისი წარმომადგენლების მხრიდან ვისმენდით არაკორექტულ და უფრო მეტიც, შეურაცხმყოფელ განცხადებებს – ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებას.

დეპუტატის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი საჯარო შეხვედრა იყო კიდევ ერთი მცდელობა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ საკითხზე დიალოგის წარმართვის და საზოგადოების მეტად ინფორმირებისა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებები არაკვალიფიციური, ხოლო დამოკიდებულება დესტრუქციული იყო. მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობდით საზოგადოებასთან არგუმენტებით საუბარს, პრეზიდენტის და მისი წარმომადგენლების მხრიდან ვისმენდით არაკორექტულ და უფრო მეტიც, შეურაცხმყოფელ განცხადებებს. სამწუხაროა, რომ ანალოგიური დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მიმართ დღესაც ვიხილეთ. პარლამენტის თავმჯდომარის მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი საჯარო შეხვედრა იყო კიდევ ერთი მცდელობა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ საკითხზე დიალოგის წარმართვის და საზოგადოების მეტად ინფორმირების, თუმცა, ამის საპირისპიროდ პრეზიდენტის წარმომადგენლის მხრიდან კვლავ შეურაცხმყოფელი და უპასუხისმგებლო კომენტარი მოვისმინეთ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებებს შემდეგნაირად გამოეხმაურა.

„დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ მარკერმომარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით, სადაც თურმე მან ვერ იპოვა ვერანაირი არგუმენტი და დასაბუთებული წინადადება“ –აღნიშნა ჩიხრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები