ფილიპინებში, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, 75 000 ადამიანია ევაკუირებული

ფილიპინებში, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მოსალოდნელი საფრთხის გამო, დამატებით 35 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში განგაშის მეოთხე დონეა გამოცხადებული, ვულკანის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, სკოლები და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულება დაკეტილია.
გავრცელებული ინფორმაციით, ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ 500 მეტრ სიმაღლეს მიაღწია.
ფილიპინების ოფიციალური წარმომადგენლები ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ვულკანის ამოფრქვევის საფრთხე ძალიან დიდია.
გავრცელებული ინფორმაციით, ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ 500 მეტრ სიმაღლეს მიაღწია.
ფილიპინების ხელისუფლებამ სულ 75 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები