„სირიის მთავრობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს“- რექს ტილერსონი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, პარიზში გამართულ შეხვედრაზე ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სირიის მთავრობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს, გარდა ამისა, ტილერსონი მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. ინფორმაციას „Reuters“ ავრცელებს.
„ბოლო დროს განხორციელებული თავდახმები ღუტაში, სერიოზულ შეშფოთებებს იწვევს და შესაძლოა, ბაშარ ასადი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას განაგრძობს“ განაცხადა ტილერსონმა.
აღმოსავლეთ ღუტაში მომუშავე ადამიანები, სამთავრობო ძალებს ქლორიანი აირის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
„Syrian Observatory for Human Rights“-ის განცხადებით, ქლორიანი აირით სულ ცოტა 13 ადამიანი გაიგუდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები