ხვალ, საპატრიარქოში სერბეთის დელეგაციასთან ანატოლი ბიბილოვის პატრიარქ ირინეოსთან სტუმრობის საკითხს განიხილავენ

ხვალ საპატრიარქოში სერბეთის დელეგაციასთან შეხვედრაა ჩანიშნული. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი სერბეთის პატრიარქ ირინეოსსა და ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს შორის შემდგარ შეხვედრასაც შეეხება, რომლის შესახებაც წერილობითი განმარტება სერბეთის საპატრიარქოსგან ქართულ მხარეს ამ დრომდე არ მიუღია.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს, მაია გოიკოვიჩსაც შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერსა და სერბეთის პატრიარქს შორის შეხვედრა 12 იანვარს, სერბეთის საპატრიარქოში შედგა. გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე „საერთო ქრისტიანული საკითხები“ განიხილეს. საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს სრულუფლებიან ელჩს, იოსებ ნანობაშვილს პატრიარქმა ირინეოსმა პირადად დაუდასტურა, რომ შეხვედრა არაოფიციალურად შედგა. რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოდან სერბეთში გაგზავნილ წერილს, მასზე პასუხი თბილისში ჯერ არ მიუღიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები