გია გაჩეჩილაძე კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყებას დადებითად აფასებს

“ტენდერებში ხდება კარტელური გარიგება მეთქი და ამის მოკვლევა გონივრული ეჭვის საფუძველზე დაიწყო. გვაინტერესებს რა გონივრული ეჭვის საფუძველზე დაიწყო, ამაზე არ წერენ და არ საუბრობენ.
ფაქტი ერთია, რომ მოკვლევა დაიწყო და რატომ აპიარებენ იმას, რომ არაფერი მომხდარა, ვერ ვხვდები”, _ ამის შესახებ, მომღერალმა და ბიზნესმენმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქმე ორ ნაწილად იყო შეტანილი, ერთი ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ერევიან ამ სიტუაციაში, ადგენენ ფასებს და ასე შემდეგ, და მეორე, რომ არსებობს კარტელური გარიგება, რის შედეგადაც ხდება კონკურენტების გარიდება საქმეებიდან და ამაზე დაიწყო მოკვლევა.
„ესენი ხაზს უსვამენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში არაფერი ხდება. როგორ არ ხდება, როდესაც აუდიტის სამსახური ლაპარაკობს, რომ ეგეთი რაღაცეები ხდება. წავიდნენ და ჯერ აუდიტის სამსახურს ედავონ, ხდება თუ არ ხდება. მეც იგივეს ვამბობ, რასაც აუდიტის სამსახური და ხადურის უწყება გამოდის და ამბობს, რომ არაფერი ხდება სახელმწიფო შესყიდვებში. ამას ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ. მაგრამ თავის ტოტს ხომ არ მოჭრიდნენ და პრემიერი ხომ არ გადაგებოდა, ამხელა ფსონი იდო. არც მინდა და არც მოვითხოვ, და არც მაქვს პრეტენზია მისი გადადგომის, მაგრამ ის, რომ მე თითქოს ტყუილები ვთქვი და მსგავსი არაფერი ხდება, აგერ გამოჩნდა, რომ მიიღო წარმოებაში საქმე და მოკვლევა დაიწყო. არც პირველ ნაწილში ვეთანხმები დასკვნას, რადგან აუდიტის სამსახურს სხვა დასკვნა აქვს დადებული. მეორე ნაწილში სადაც მოკვლევა დაიწყო, ამ ნაწილში ვენდობით და ვეთანხმებით. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ მოკვლევა დაწყებულიყო. ბოდიში მოსახდელი მე არ მაქვს. პრემიერს პირველი და მეორე ნაწილი არ უთქვამს, პრემიერმა თქვა, რომ კონკურენცია არ დარღვეულაო, მე კი ვამბობ, რომ დაირღვა. მაგათ უნდათ, ადამიანებს ტვინი აურიონ“ ,- აცხადებს გაჩეჩილაძე.
კონკურენციის სააგენტომ არ დააკმაყოფილა კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“, საჩივარი რომელიც გია გაჩეჩილაძის სიძეს, გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის. გიორგი შარაშიძე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებას ედავება. თუმცა ამავე დროს, კონკურენციის სააგენტო საჩივრის იმ ნაწილს გამოიკვლევს, სადაც ყურადღება გამახვილებულია ექვსი ეკონომიკური აგენტის მიერ შეთანხმებულ მოქმედებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები