დონალდ ტრამპი მსოფლიოს ლიდერებს შვეიცარიაში შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო ლიდერებს შვეიცარიაში შეხვდება, სადაც „მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება. შეხვედრაზე მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერი მიიღებს, _ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა.
დონალდ ტრამპი დღეს საღამოს დავოსში ჩაფრინდება, სადაც აშშ-ის ინვესტიციების წახალისებას ხელს შეუწყობს, ასევე ისაუბრებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე და შეხვედრას გამართავს „ისლამური სახელმწიფოსა“ და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ. ინფორმაციას სააგენტო „Reuters” ავრცელებს.
თეთრი სახლის წარმომადგენლის გარი ქოჰენის განცხადებით, „ ტრამპი თავის გამოსვლაში, გლობალური კომპანიებისგან აშშ-ში ინვესტირებას მოითხოვს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები